როგორ "გადააგდო" დუტა სხირტლაძემ მაყურებელი და რომელი სპექტაკლიდან მოხსნეს მსახიობი

როგორ "გადააგდო" დუტა სხირტლაძემ მაყურებელი და რომელი სპექტაკლიდან მოხსნეს მსახიობი

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

ამას წინათ ჩემმა ერთმა მეგობარმა დუტა სხირტლაძის შესახებ საინტერესო ამბავი მიამბო და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა. საქმე ისაა, რომ ჩემი მეგობარი თეატრის დიდი მოყვარულია. სპექტაკლ "ინსტინქტს", რომელშიც სხვა მსახიობებთან ერთად დუტა სხირტლაძეც მონაწილეობს, საკმაოდ ბევრი აქებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, "ილიაუნის" თეატრში მისულიყო მეგობრებთან ერთად და სპექტაკლს დასწრებოდა.

როცა თეატრში დარეკა, უთხრეს, რომ "ინსტინქტი" 19, 24 და 31 მაისს გადიოდა. შესაბამისად, მისთვის სასურველ დროს, 24 მაისს ბილეთები დაჯავშნა და დანიშნულ დღეს თეატრს მიაშურა. სპექტაკლი რვა საათზე უნდა დაწყებულიყო. 9-ის ნახევრამდე ყველა მაყურებელი გარეთ იცდიდა, თუმცა სპექტაკლის დაწყებას საშველი არ დაადგა. ბოლოს ადმინისტრატორი გამოვიდა და შეკრებილ მაყურებელს მოუბოდიშა, დუტამ "გადაგვაგდო" და სპექტაკლი გადაიდოო, შემდეგ კი ბილეთების ფულიც დაუბრუნეს. ადმინისტრატორმა ისიც თქვა, 19 მაისსაც ზუსტად ასე მოიქცა და არც ტელეფონი აუღია, რომ გაგვეგო, რატომ არ მოდიოდა სპექტაკლებზეო.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, - "24 მაისს დუტას მთელი დღე ურეკავდნენ. დილას უთქვამს, მოვალო, შუადღეს კი ყურმილი აღარ აუღია. 19 მაისსაც არ მისულა და ამის გამო სპექტაკლი გადაუდიათ. დანარჩენი მსახიობები თურმე ჩაცმულ-დახურულები ელოდნენ და დუტამ "გადააგდო". გული დამწყდა, ამ სპექტაკლს ძალიან აქებდნენ და მინდოდა მენახა".

გადავწყვიტეთ, დუტასთვისაც დაგვერეკა და თეატრის დირექტორისთვისაც. დუტამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, შემდეგ მესიჯიც მივწერეთ, თუმცა არც მესიჯზე გვიპასუხა. საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ ამგვარი მასალა იბეჭდებოდა და მისი კომენტარის ჩაწერა გვსურდა. როგორც ჩანს, მან ამ თემაზე ლაპარაკი არ მოისურვა. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა "ილიაუნის" თეატრის ხელმძღვანელი ნატალია თვალჭრელიძე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება