ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"

ნუცა შანშიაშვილი - "შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რაც სამშობიაროში, შვილის ხმის გაგონებისას განვიცადე"

ნუცა შანშიაშვილი ამერიკაში პირველად 1995 წელს, სიმღერის კონკურსზე მოხვდა. მას შემდეგ, ნიუ-იორკით აღფრთოვანებულს, ამ ქალაქთან შემოქმედებითი კონტაქტი აღარ გაუწყვეტია. ამბობს, რომ ვიდრე სიმღერას შეძლებს, იცხოვრებს სამ ქალაქში - თბილისში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში.

მომღერლის ცხოვრებაში ახლახან დიდი გარდატეხა მოხდა - ქალბატონი ნუცა პატარა ნიკოლასის დედა გახდა.

- გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარულის - ნიკოლასის დაბადების შესახებ... ვიცი, რომ გარკვეული პერიოდი ორსულობას მალავდით. ამის კონკრეტული მიზეზი გქონდათ?

- უბედნიერესი დედა ვარ. რაც შეეხება ორსულობას, ზოგადად, წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს; სათქმელს მხოლოდ მაშინ ვამბობ, როცა საქმეს ბოლომდე მივიყვან, თანაც - ისე, როგორც ეს მე მინდა...

- ნიკოლასს მარტო ზრდით თუ ვინმე გეხმარებათ?

- ნიკოლასი ჩემი პირველი შვილია. მინდა, დედის სითბო მაქსიმალურად გადავცე. ბებიები და მამა ამ მხრივ ტოლს არ მიდებენ. საერთოდ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ამჟამად, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გამო ყველანი ერთად ვართ. ასე რომ, დიდი სიყვარულითა და სითბოთი ვზრდით ჩვენს დიდ სიხარულს...

- როგორ გაიცანით მეუღლე? დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო?

- ჩემი მეუღლე ჩემივე პროდიუსერია, თუმცა - არა მხოლოდ ჩემი. ამერიკაში თეატრისა და შოუბიზნესის სფეროში მოღვაწეობს, ქვეყანაში სხვადასხვა თეატრალური პროექტი ჩამოაქვს. ამერიკელია და მასში სხვადასხვა ეროვნების სისხლია შერწყმული. ერთმანეთი ჩიკაგოში გავიცანით, როდესაც სპექტაკლში - Edit Piaf - ვთამაშობდი. რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ერთმანეთით ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ვერც ვაცნობიერებდით, რა გვემართებოდა. მისი გაცნობის შემდეგ მოსკოვში დაბრუნება მომიხდა, მან კი ვერ მოითმინა და ცოტა ხანში ჩამომაკითხა, ხელი მთხოვა. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ უცნაურად ლამაზი სიყვარული გვქონდა...

- ნიკოლასის გაჩენამ მრავალშვილიანი დედის ამპლუის მორგება ხომ არ გადაგაწყვეტინათ?

- ყველაფერი უფლის ნებაა. რაც შეეხება ჩემს სურვილს - რატომაც არა?! დედობა არაჩვეულებრივი რამ არის, ფეხმძიმობა კი ყველაზე გამაჯანსაღებელი, სასიხარულო, იმედის მომცემი მდგომარეობაა და რაც მთავარია - ეს მდგომარეობა გაახალგაზრდავებს. შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცე ის ბედნიერება, რასაც ქალი სამშობიაროში, პაწაწინა შვილის ხმის გაგონებისას განიცდის. ამ დროს ხვდები, რომ კიდევ ერთი ძალიან ძვირფასი და მშვენიერი რამ შექმენი... დედობა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ეს არის შენი მისია, დაეხმარო ღვთაებრივ ძალას ახალი თაობის შექმნაში. დედა თავად არის ის დიდი სიყვარული, რომლის საშუალებითაც იბადება პატარა - მშვენიერი სული ამ ქვეყანაზე...

- დედობამ გარკვეულწილად, კარიერაში ხომ არ შეგაფერხათ?

- ფეხმძიმობისას სიმღერა არ შემიწყვეტია. 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ნიუ-იორკში კონცერტი გავმართე...

- ახლო მომავალშიც ხომ არ აპირებთ კონცერტის გამართვას?

- ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი კლიპის გადაღებაა დაგეგმილი. ამჟამად, მონოკონცერტ-სპექტაკლზე ვმუშაობ, სადაც ახალი რომანსები იქნება წარმოდგენილი. რომანსებს როიალთან შევასრულებ და იქვე, წარმოდგენილი იქნება ჩემი ნახატები. ეს კონცერტი-შოუ შოთა კალანდაძის ფილმ-ნოველების ჩვენებით წარიმართება. ასევე მაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, როგორც მხატვარს: საქმე ეხება ამერიკელი ბავშვებისთვის ზღაპრის წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაფორმებას. სექტემბრიდან სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლები იგეგმება სოლო პროგრამით - "მზის სიმღერა".

- საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ?

- ვცდილობ, ჩემს საყვარელ თბილისში მაქსიმალური სიხშირით ჩავიდე. ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გული საქართველოსკენ მიმიწევს. ბუნებრივია, ძალიან მინდა, რომ ყველა ის ახალი პროექტი, რომელიც აქ ხორციელდება, ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელსაც ვუჩვენო და იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ამისრულდება. აქვე გეტყვით, რომ ჩემს საყვარელ რეჟისორთან, შოთა კალანდაძესთან ერთად ახალი კინოს - "კარმენი ქართულად" გადაღებას ვაპირებ. საინტერესო სცენარი გვაქვს და იმედია, შთამბეჭდავი ემოციებით, პლასტიკით დატვირთული ფილმი გამოგვივა.

- როგორ ახერხებთ სიმღერას და ხატვას ერთდროულად, როცა თითოეული მათგანი შემოქმედისგან უამრავ დროს მოითხოვს?..

- მადლობა ღმერთს, რომ ხატვის უნარი მაქვს. ნიუ-იორკში არაერთი გამოფენა მომიწყვია. გაგიმხელთ იმასაც, რომ იგეგმება ჩემი ტანსაცმლის ბრენდის შექმნა მოდელირების ხაზით. ეს იქნება ორიგინალური გადაწყვეტა: კონცერტის პარალელურად, გაიმართება ჩემი ახალი კოსტიუმების ჩვენება.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ასეთ დროს ვვარჯიშობ. განსაკუთრებით, დაინტერესებული ვარ იოგას სუნთქვითი ვარჯიშებით. ასევე, მიყვარს მედიტაციური ვარჯიშები. ხშირად ვუყურებ ფილმებს და ვკითხულობ ძალიან ბევრს, ვეცნობი საინტერესო ახალ ლიტერატურულ ნამუშევრებს.

- ამერიკაში თავის დამკვიდრება მალევე შეძელით. ეს როგორ მოახერხეთ?

- პირველად ამერიკაში 1995 წელს, სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი. არასოდეს დამავიწყდება ის უდიდესი გაოცება, რაც ამ ქვეყანამ ჩემში გამოიწვია; ნიუ-იორკმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განმაცვიფრა და თავიც შემაყვარა. კონკურსის შემდეგ აქ ხშირად ჩამოვდიოდი გასტროლებზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასტროლისას გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე...

- საქართველოში საბოლოოდ ჩამოსვლაზე თუ ფიქრობთ?

- მეცინება, როცა დედა ხუმრობით მეუბნება, - ქართველები ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დასამარხად კი ყველანი საქართველოში მივრბივართო (იცინის)... რა თქმა უნდა, ამას არ ვაპირებ. ალბათ, ვიდრე სცენაზე თამაში და სიმღერა შემეძლება, სამ ქალაქში ვიცხოვრებ - თბილისში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში...

- საქართველო და ქართველი მეგობრები ალბათ, გენატრებათ. როგორ ივსებთ ამ მონატრებას?

- როცა სამშობლო ძალიან მომენატრება, ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც, თბილისში ჩავიდე...

- როგორ ფიქრობთ, ამ წუთისთვის თქვენი შესაძლებლობების რამდენი პროცენტი გაქვთ დახარჯული?

- ალბათ, მხოლოდ 50%. უამრავი რამ მინდა, ხელოვნების სფეროში განვახორციელო. ასე რომ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გველის...

- ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში გაგიმართლათ?

- კი, კი და კიდევ ერთხელ - კი, თანაც - 100 პროცენტით!

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება