აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია

აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, 48 წლის მეჰრიბან ალიევა უკვე დიდი ხანია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და გემოვნებიანად ჩაცმული პირველი ლედი. მან წარმატებით მოირგო საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორის იმიჯი და არაერთ მნიშვნელოვან გამოფენასაც უმასპინძლა.

მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტის დეპუტატია. ამასთან, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტიც. ის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიც არის. ხოლო იუნესკოში, გაეროში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ისლამურ ორგანიზაციაში კეთილი ნების ელჩია.

იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციამ "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საგამომძიებო პროექტი" (OCCRP) 2012 წლის კორუმპირებულ პერსონად ილჰამ ალიევი დაასახელა. პოლიტიკურ კულუარებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ილჰამი პრეზიდენტის მოვალეობაზე უარს იტყოდა და გადადგებოდა. ოპოზიციური მოძრაობის Republican Alternative (ReAL)-ის წევრის, ერკინ ქადირლის თქმით, "პრეზიდენტი თავის მეუღლეს თანაშემწედ აირჩევს.

ხალხის სიყვარულის და მისი გავლენის გათვალისწინებით, ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მეჰრიბან ალიევა გახდეს. თუმცა, აზერბაიჯანის მმართველ პოლიტიკურ პარტიაში "ახალი აზერბაიჯანი" (New Azerbaijan Party (YAP) უარყოფენ აზრს, რომ მეჰრიბანი მეუღლეს ჩაანაცვლებს.

პრესაში ხშირად წერენ, რომ მეჰრიბან ალიევა გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. გარდა ამისა, ის იმდენად პროვოკაციულად იცვამს, რომ დასავლეთშიც კი გამომწვევად მიიჩნევა. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გავლენიანი პირველი ლედია.

მას კლასიკური სამოსი მოსწონს. მშვიდი ფერები ხიბლავს, ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. მას იშვიათად ნახავთ შარვალში, უყვარს კაბები და ლაბადები. აზერბაიჯანის პირველი ლედი მაღალი კლასის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. საზოგადოებაში ორჯერ ერთსა და იმავე სამოსში არასოდეს გამოდის, რასაც ვერ ვიტყვით მის ფავორიტ სერჯიო როსის პრაქტიკულ, კრემისფერ ფეხსაცმელზე, რომელიც თითქმის ყველა კოსტუმს უხდება და ბოლო წლებში ძალიან მოდურად ითვლება. როგორც ბაქოში ამბობენ, ის საშოპინგოდ ხშირად დაფრინავს პარიზში.

მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა