ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი

ყველაზე ძვირად ღირებული სამხედრო ანტიკვარიატი

"ფორ­ბსმა" მსოფ­ლიო აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ყვე­ლა­ზე ძვი­რად გა­ყი­დუ­ლი სამ­ხედ­რო ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი შე­არ­ჩია, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი Hawker Hurricane, ფა­სი - 2,6 მლნ დო­ლა­რი

მსხვი­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აუქ­ცი­ო­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი ლო­ტი­ა, ის ძი­რი­თა­დად მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მებ­ში ინა­ხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუქ­ც­ი­ონ­ზე გა­მოჩ­ნდა 1942 წლის გა­მოშ­ვე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ერ­თად­გი­ლი­ა­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვით­მფრი­ნა­ვი Hawker Hurricane. ამ­ჟა­მად თვით­მფრი­ნა­ვი მწყობ­რშია და ბო­ნუ­სის სა­ხით მის მყიდ­ველს ფრე­ნის უფ­ლე­ბაც ეძ­ლე­ვა.

ჰიტ­ლე­რის სა­წე­რი კომ­პლექ­ტი,ფა­სი - 423 000 დო­ლა­რი

დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ფი­უ­რე­რის სა­წერ­მა კომ­პლექ­ტმა, რო­მე­ლიც გა­სა­ყი­დად აუქ­­ცი­ო­ნის სახლმა Alexasend Autographs-მა გა­მო­ი­ტა­ნა. კომ­პლექ­ტშია მა­სი­უ­რი ბრინ­ჯა­ოს ­სად­გა­მი, რო­მელ­ზეც მე­სა­მე რა­ი­ხის გერ­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი, ორი სა­მელ­ნე და სა­ქა­ღალ­დე. არ­ტე­ფაქ­ტი ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი არ­მი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტმა ჯეკ მაკ­კო­ნომ გა­ი­ტა­ნა ჰიტ­ლე­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან.

ანა ფრან­კის წე­რი­ლე­ბი, ფა­სი - 328 000 დო­ლა­რი

ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა სიმ­ბო­ლოდ პა­ტა­რა გო­გო­ნა ანა ფრან­კი მი­იჩ­ნე­ვა. ამ ბავ­შვის ბედ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ბე­დი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. 1988 წელს აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს ორი წე­რი­ლი და ღია ბა­რა­თი, რომ­ლე­ბიც დებ­მა ფრან­კებ­მა ომის დროს თა­ვის ამე­რი­კელ მე­გობ­რებს გა­უგ­ზავ­ნეს. ვაჭ­რო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი ვუ­პი გოლ­დბერ­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მყიდ­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა. უც­ნობ­მა ძვირ­ფა­სი ლო­ტი სი­მონ ვი­ზენ­ტა­ლის ცენტრს გა­დას­ცა.

გა­სა­შიფ­რი მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მა",ფა­სი 208 137 დო­ლა­რი

გა­სა­შიფ­რ მან­ქა­ნა "ე­ნიგ­მას" პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი 1920 წელს გა­მოჩ­ნდა. მი­სი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­იწყო და მა­თი დი­დი ნა­წი­ლი "მე­სა­მე რა­ი­ხის" გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. .ჰიტ­ლე­რის რე­ჟი­მის და­ცე­მის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა "ე­ნიგ­მის" გერ­მა­ნი­ი­დან მა­სობ­რი­ვად გა­ტა­ნა და­იწყ­ეს. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 2011 წელს გა­ი­ყი­და.

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი, ფა­სი - 69 632 დო­ლა­რი

აუქ­ცი­ო­ნებ­ზე დი­დი მოთხ­ოვ­ნილებაა იმ ნივ­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბას ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. 2009 წელს გა­ი­ყი­და უც­ნო­ბი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის ჩაფ­ხუ­ტი. ჩაფ­ხუ­ტის მარ­კის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მფრი­ნა­ვი 101-ე სა­ჰა­ე­რო-­სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ეს ქვე­და­ნა­ყო­ფი ნორ­მან­დი­ის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ჩაფ­ხუ­ტი პირ­ვან­დელ ფას­ზე 13-ჯერ ძვი­რად გა­ი­ყი­და.

პი­ტერ უა­ი­ტის არ­ქი­ვი, ფა­სი - 59 790 დოლარი

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი მოთხ­ოვ­ნით სარ­გებ­ლობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თვით­მხილ­ველ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი. 2007 წელს კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის პი­ტერ უა­ი­ტის დღი­უ­რე­ბი გა­ი­ყი­და. ის თან­მიმ­დევ­რუ­ლად აღ­წერს თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალ­სა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს - 1938 წლი­დან 1944 წლამ­დე. უა­ი­ტი არა მარ­ტო კარ­გი მებ­რძო­ლი, არა­მედ კარ­გი მთხრო­ბე­ლი და მხატ­ვა­რი გა­მოდ­გა. ის თა­ვის ჩა­ნა­წე­რებს ილუს­ტრა­ცი­ე­ბით ამ­დიდ­რებ­და.

დუგ­ლას ბა­დე­რის ჟურ­ნა­ლი, ფა­სი - 37 300 დო­ლა­რი

ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის სი­მა­მა­ცი­სა და ვაჟ­კა­ცო­ბის სიმ­ბო­ლოდ დუგ­ლას ბა­დე­რი ით­ვლე­ბა. სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის პი­ლოტ­მა 1930-ი­ან წლებ­ში ავა­რი­ა­ში ორი­ვე ფე­ხი და­კარ­გა. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ ჩად­გა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში მო­ნა­წი­ლ­ეობ­და. ბა­დერ­მა 30-მდე ნა­ცის­ტუ­რი თვით­მფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დო, შემ­დეგ კი ნა­ცის­ტებ­თან ტყვე­ო­ბა­შიც მოხ­ვდა. სუ­ლის სიმ­ტკი­ცე არც ბა­ნაკ­ში და­უ­კარ­გავს, გა­დარ­ჩა და სა­მი წლის შემ­დეფ შინ დაბ­რუნ­და. ყვე­ლა სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ამ პი­ლოტს ეკუთ­ვნო­და, დღეს კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე