სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის დაშორებას მამულიჩას აბრალებენ

სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის დაშორებას მამულიჩას აბრალებენ

მოგესალმებით, მეგობრებო. რასაკვირველია, ამბების კორიანტელი მაქვს თქვენთვის მომზადებული და სიამოვნებით გაგაცნობთ მათ.

სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის დაშორების ამბავი ყველას გაუკვირდა. მათ რვა წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი. სამწუხაროდ, ყველაფერი დამთავრდა. ახლა ორივე სტუდია "თელაში" ისევ ერთად მუშაობს. მეგობრები არ არიან, მაგრამ ახერხებენ, პირადი და საქმე ერთმანეთში არ აურიონ. ბუკლიკო სალომეს ესაუბრა.

- "ცეკვავენ ვარსკვვლავების" მესამე სეზონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან დაიწყება. რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი. ახლაც არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი. გააჩნია, ვინ მიიღებს მონაწილეობას.

- დასვენებას არ გეგმავ?

- მინდა, ცეკვაში კვალიფიკაცია ავიმაღლო. ორი თვით ვგეგმავ ამერიკაში წასვლას ცეკვის კურსებზე. ვნახოთ, როგორ შევძლებ ამ მიზნის შესრულებას. საელჩოზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვერ წავედი ამერიკაში, თბილისში ვაპირებ დარჩენას, მთელი შემართებით ვივარჯიშებ იოგაში და ვიცეკვებ. შეიძლება, მხოლოდ ერთი კვირით წავიდე ზღვაზე.

- როგორც გავიგე, შენ და გიგი გაჩეჩილაძე დაშორდით.

- მესამე თვეა, რაც მე და გიგი ერთად აღარ ვართ. სამწუხაროდ, ასე მოხდა.

- რამდენი წელი იყავით ერთად?

- მერვე წელი მთავრდებოდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ხომ არ შეუშალა თქვენს ურთიერთობას ხელი?

- ყველა ამას მეკითხება და ხან ვის აბრალებენ ჩვენს დაშორებას და ხან - ვის, მაგრამ პროექტი არაფერ შუაში არაა. მე და გიორგიმ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავშორებულიყავით. სხვა, ანუ მესამე პირი არაფერ შუაშია.

- ალბათ შენთვის რთულია "თელაში" მუშაობა.

- ამ მხრივ რთული არაა. სანამ ჩემი და გიორგის ურთიერთობა დაიწყებოდა, მანამდე ვსწავლობდი "თელაში". მე და გიორგის ერთ შენობაში მუშაობა არ გვიჭირს. ჩვეულებრივ ერთად ვასწავლით, სტუდია "თელას" ნაკრები გვყავს. ამ მხრივ დისკომფორტი არ გვექმნება. ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს. არ ვამბობ, ვმეგობრობთ-მეთქი. ვფიქრობ, ამდენწლიანი ურთიერთობისა და სიყვარულის შემდეგ მეგობრობა მიუღებელია, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა. ჩვეულებრივად ვურეკავთ ერთმანეთს. თუ რამე გვიჭირს, ერთმანეთს ვეხმარებით. ყველაფერი ძველებურად გრძელდება, ოღონდ შეყვარებულების სტატუსის გარეშე.

- ოჯახის წევრებს, თქვენი დაშორების ამბავი რომ გაიგეს, ალბათ ძალიან გაუკვირდათ.

- ყველას ძალიან გაუკვირდა. ეგონათ, შევრიგდებოდით, მაგრამ ასე მოხდა, რას ვიზამთ.

- სხვადასხვა ჭორი ვრცელდება თქვენზე.

- ყველაზე გავრცელებული ჭორია, რომ გიორგი ვარდოსანიძის გამო დავშორდით. ამ ბოლო დროს მამულიჩაზე თქვეს.

- ინტერნეტში მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა და იმიტომ ჭორაობენ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ სეზონზე გადაღებული სახუმარო ფოტოა. რადგან ასეთი ფოტოა გადაღებული, ე.ი. ჩვენ შორის რაღაც ხდება? ასეთი ჭორები ძალიან მაღიზიანებს, მით უფრო, როცა ასაკით მამაჩემის ტოლა კაცზე საუბრობენ. პირველ სეზონზე როსტოზე ჭორაობდნენ, ახლა გიორგი ვარდოსანიძეზე ჩაიციკლნენ. მაგრამ მე და გიორგი ვარდოსანიძე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და სხვა არაფერი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება