დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"

დავით კაკაბაძის ვაჟი: "ნატურშიცასთან" ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"

მხატვარ ამირ კაკაბაძის სახლში უამრავი ნახატია, მაგრამ მათ შორის მხატვრისთვის საყვარელი ჯერ არც ერთი არაა. ყველა ნამუშევარი თითქმის ერთნაირად უყვარს. იმედოვნებს, რომ მომავალში შექმნის ისეთ ნახატს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება.

რატომ იყო დავით კაკაბაძე სიცოცხლის ბოლო წლებში უმუშევარი

- მამათქვენს, დავით კაკაბაძეს, ფოტო სად აქვს გადაღებული?

- სურათი ძალიან ძველია. 1923 წელს პარიზში ყოფნისას გადაიღო.

- დედათქვენი, ეთერ ანდრონიკაშვილი, თავადური გვარის წარმომადგენელია. კაკაბაძეებიც თავადები არიან?

- კაკაბაძეები გლეხები არიან. მამაჩემი, დავით კაკაბაძე, ხშირად ამბობდა, თავისუფალი გლეხები ვიყავითო და ამით ძალიან კმაყოფილი იყო. ჩვენი წინაპრები ყმები არ ყოფილან. ქუთაისთან ახლოს არის პატარა სოფელი კუხი, წარმოშობით ამ სო­­ფლიდან ვართ. მომდევნო ფოტოზე მამა ოჯახის წევრებთან ერთადაა.

- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

- 1939 წელს ბორჯომში ისვენებდა ორივე. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაოჯახდნენ. ფოტო ახალდაქორწინებულებს აქვთ გადაღებული. დედა გრა­ფიკოსია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. წლების განმავლობაში ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. ახლა 93 წლისაა.

- რომელ წე­ლს დაიბადეთ?

- 1941 წელს. უმცროსი და მყავს, რომელსაც მამამ ლარი დაარქვა.

- და-ძმას უც­ნაური სახელები გაქვთ, ამირი და ლარი.

- ლარი ჩონგურის სიმს ნიშნავს. ჩემი და ლარივით სწორი იყო, რომ დაიბადა და იმიტომ დაარქვა მამამ ლარი. სახელ ამირს კი არაბული ფესვები აქვს. ქალაქის და ქვეყნის მთავარს ნიშნავს.

- კმაყოფილი ხა­რთ მამის არჩეული სახელით?

- პატარა რომ ვიყავი, ამირანს მეძახდნენ, მაგრამ მე ამირი უფრო მომწონს. მეუბნებიან, ეს სახელი უფრო გიხდებაო. მეუღლემ მითხრა, ამირანი რომ გრქმეოდა, ცოლად არ გამოგყვებოდიო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მამის არჩევანით, რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ. თან ისეთი ფუძე აქვს ამ სახელს... სახელიც არაა, წოდებაა.

- მეორე სამამულო ომის დაწყების წელს დაბადებულხართ.

- სექტემბერში დავიბადე. ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ჯვარი რომ დაიწერეს ჩემმა მშობლებმა, ლენინგრადში წავიდნენ სა­მოგზაუროდ. ომი დაიწყო და წვალებით გამოაღწიეს ქალაქიდან, კინაღამ ლენინგრადის ბლოკადაში მოყვნენ.

- თქვენ თბი­ლისში დაიბადეთ?

- დედაჩემის მამის სახლში ვარ დაბადებული, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ბაბუა ექიმი იყო. ბევრ ექიმს იცნობდა და გადაწყვიტეს, სახლში დავბადებულიყავი.

- ალბათ რთული ბავშვობა გქონდათ.

- 1948 წელს მამა სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს. არ აძლევდნენ საშუალებას, სადმე დაეწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ოჯახს გაგვიჭირდა.

- მომდევნო ფოტოზე მამათქვენის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია.

- 1918 წელს მამამ შექმნა ტოლი "იმერეთი-დედაჩემი". მაშინ ბევრს არ მოსწონდა მამას ნამუშევრები.

- ბავშვობიდან ხატავთ?

- რადგან მხატვრის ოჯახიდან ვიყავი, კედლის გაზეთებს მახატვინებდნენ. ჩემთვის სახლში არ ვხატავდი. პირველი გიმნაზია საშინელი სკოლა იყო, მეფის რუსეთს გვახსენებდა. რვა კლასის დამთავრების შემდეგ ვერაზე სამხატვრო ტექნიკუმში შევედი, იქ ექვსი წელი ვსწავლობდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ფერწერაზე. მერე ასპირანტურაც დავამთავრე. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ძალიან დიდხანს ვსწავლობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება