ლედი გაგამ დახვეწილად და გემოვნებით ჩაცმა ისწავლა

ლედი გაგამ დახვეწილად და გემოვნებით ჩაცმა ისწავლა

პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ, რომელიც ექსტრავაგანტული ჩაცმულობით ხშირად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, დახვეწილად და გემოვნებით ჩაცმა ისწავლა. ამჯერად მომღერალი ელეგანტური იმიჯით წარსდგა.

მოდის კრიტიკოსების თქმით, ლედი გაგა ასეთი მიმზიდველი არასდროს უნახავთ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ვარსკვლავი  მიზანმიმართულად ცდილობს ლამაზი ტანი და შინაგანი ქალურობა უსახო და ხშირად უგემოვნო სამოსით დაფაროს.

პაპარაცებმა გაგა რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, შავ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი გადაიღეს. მათი თქმით, ვარსკვლავის ამოცნობა თავიდან გაუჭირდათ კიდეც. იმიჯის რადიკალურად შეცვლასთან დაკავშირებით გაგამ კომენტარზე უარი თქვა. ფოტოგრაფებს შეუმჩნეველი არც ის დარჩენიათ, რომ მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

სცენაზე თუ ქუჩაში პოპ-ვარსკვლავის ყოველი გამოჩენა, მისი უცნაური სამოსის გამო, მაშინვე განხილვის საგანი ხდება. გაგას გარდერობში შეხვდებით, იასამნისფერი თმისგან, ასევე არგენტინული ძროხის ხორცისგან შეკერილ კაბას, სპერმის ფორმის ქუდს, უჩვეულო დიზაინის ფეხსაცმელსა და სხვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება