ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"

ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"

უკრაინული "ახალი ხმის" მესამე სეზონში რამდენიმე ქართველი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე წარმატებული "ჯეოსტარი" 2010, ოთო ნემსაძე აღმოჩნდა. ოთომ პირველ ტურში Feeling Good იმღერა და ოთხივე ჟიური შემოაბრუნა. საბოლოოდ, ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასვლაში ხელი არა-უკრაინელობამ შეუშალა...

ოთო ნემსაძე:

- უკრაინელებმა თვითონ იაქტიურეს და "ახალ ხმაზე" ჩემი წაყვანა მოახერხეს. პირველმა ტურმა ძალიან წარმატებით ჩაიარა, რადგან ოთხივე მწვრთნელი შემობრუნდა. მაშინვე ის ავირჩიე, ვისთანაც ყოფნა მინდოდა და რომლის ჯგუფსაც უკვე, რადენიმე წელია, ვუსმენ. ეს "Okean Elzy"-ს სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკია. ამის შემდგომ მოვლენები კარგად განვითარდა და თავი ფინალში ამოვყავი. ყველა წინასწარ აცხადებდა, რომ მე მოვიგებდი, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო უკრაინული პასპორტის ქონა აღმოჩნდა. ეს რატომღაც, კონკურსის ბოლოს გაახსენდათ და მანამდე ჩემთვის არაფერი უთქვამთ... პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს კიდევაც, რომ ჩემი წაგების მიზეზი უკრაინული პასპორტის არქონა გახდა. პასპორტი რომ მქონოდა, გპირდებით, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის ძალიან კარგი და ლამაზი გოგონაა. როგორც მომღერალს, მე ვერ შევაფასებ, რადგან ისეთი ჟანრის მუსიკას მღერის, რასაც არ ვუსმენ.

- თქვენი მოლოდინი მიღწეულს დაემთხვა?

- რასაც ხელს ვკიდებ, იმ საქმეში ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებ და ბოლომდე ვიხარჯები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმ ქვეყანამ და ხალხმა, რომელიც ძალიან მიყვარს, უკვე დამაფასა და მიმიღო. პროექტში წარმატების შედეგად მივიღე პრიზი, რომელიც მაძლევს საშუალებას, უკრაინაში ყველაზე პოპულარულ რადიოში 10 საათი ჩემი სიმღერებისთვის გამოვიყენო. ეს მუსიკოსისთვის ძალიან დიდი პრიზია, რადგან იქ რადიოს ბევრი ადამიანი უსმენს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება