"გარდიანი" - აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი დიმიტრი მედვედევის საუბრების მოსმენას ცდილობდა

"გარდიანი" - აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი დიმიტრი მედვედევის საუბრების მოსმენას ცდილობდა

ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის სატელეფონო საუბრების მოსმენას ცდილობდა. ამის შესახებ რუსული მედია "გარდიანზე" დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, ამის მცდელობა იყო 2009 წელს, როდესაც მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყო და ლონდონში "დიდი ოცეულის" სამიტზე იმყოფებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა იმ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სტოუდენმა წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, ამერიკულ-ბრიტანული ბაზები ცდილობდნენ გაეშიფრათ მედვედევის და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრების საუბრები. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს მცდელობა, ამას "გარდიანი" არ აკონკრეტებს.

დოკუმენტებში, რომელიც გამოცემის ხელში აღმოჩნდა, ასევე საუბარია, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები ბრიტანეთის ხელისუფლების დაკვეთით, "დიდი ოცეულის" სამიტზე, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების შეხვედრისას, უცხოელი პოლიტიკოსების ელექტრონულ თვალთვალს აწარმოებდნენ.

მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა