ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი თაფლობის თვეს კოსმოსში გაატარებენ

ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი თაფლობის თვეს კოსმოსში გაატარებენ

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი თაფლობის თვის გატარებას კოსმოსში გეგმავენ. მსახიობ დემი მურის ყოფილმა მეუღლემ კოსმოსური ტურიზმის კომპანია Virgin Group-ს უკვე მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ქორწილი სექტემბერში სან-ტროპეს ერთ-ერთ სანაპიროზე გაიმართება.

Virgin Group-ის მფლობელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატჩერმა მის კომპანიას მიმართა, დაადასტურა. "ეშტონს უკვე დავურეკე. იგი აღელვებულია იმ პერსპექტივით, რომ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც კოსმოსის მაგიას შეიცნობს", - განაცხადა მან.

ეშტონი და მილა 15 წელია მეგობრობენ, მაგრამ შარშან ივლისში ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია.

2010 წელს მილა კუნისი 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავს, მაკოლეი კალკინს დაშორდა. ეშტონ კატჩერი კი 2011 წელს დემი მურს გაეყარა - წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება