ანუკი არეშიძე და ბიჭოლა გაიყარნენ

ანუკი არეშიძე და ბიჭოლა გაიყარნენ

ანუკი არეშიძე და ბიჭოლა თეთრაძე ერთად აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ განცხადება ანუკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ძვირფასო მეგობრებო ძალიან ბევრი მწერს და მეკითხება რა ხდება ბრენდ " Anouki Bicholla"-ს გარშემო. ცხოვრების ყველა ეტაპს ახლავს სიახლე, ამ სიახლეს სირთულეები. ჩვენ 3 წელია ერთად ვართ და ამ ბრენდმა ძალიან ბევრს მიაღწია, თუმცა სამწუხაროდ დადგა მომენტი, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე გავაგრძელოთ მოღვაწეობა. ვიმედოვნებ სწორედ გაიგებთ და ამ ამბისგან საკუთარი პიარით არ დაკავდებით. ცოტა რთული კარიერული პერიოდი გვაქვს თუმცა ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ყოველთვის მზად ვიქნებით ერთმანეთის დახმარებითვის. მაღაზია კიევში აგრძელებს მუშაობს და იქ წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების და უკვე ანუკის და ბიჭოლას სამოსი. მე ამ სფეროში ვრჩები და მხოლოდ ჩემი სახელით ვაგრძელებ მოღვაწეობას. ბიჭოლას კი უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე!" - დაწერა ანუკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება