ადელი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა

ადელი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა

9 "გრემის", 5 BRIT Awards-ისა და "ოსკარის" მფლობელმა 25 წლის ადელმა საკუთარი ჯილდოების კოლექციას კიდევ ერთი შემატა. ინგლისელი მომღერალი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.

ლაურეატებს შორის კიდევ ერთი ცნობილი სახე, კომიკოსი როუენ ატკინსონი მოხვდა, რომელმაც პოპულარობა "მისტერ ბინის" განსახიერების წყალობით მოიპოვა.

ბრიტანეთის იმპერიის რაინდთა ორდენი 1917 წელს შეიქმნა. მისი წევრები მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეები ხდებიან. სხვა ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ საპატიო წევრის ტიტული შეიძლება მიენიჭოს.

მომზადებულია Access Hollywood-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება