ჟერარ დეპარდიე - ”მე ფრანგი რუსი მსახიობი ვარ”

ჟერარ დეპარდიე - ”მე ფრანგი რუსი მსახიობი ვარ”

2013 წლის დასაწყისში რუსული პასპორტის მიღების შემდეგ, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპრადიე ეშხში შევიდა და ახლა გადაწყვეტილი აქვს, კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქე გახდეს. ვარსკვლავს სურს, კიდევ უფრო თავისუფლად იმოგზაუროს მსოფლიოს ქვეყნებში ვიზების გარეშე. უახლოეს მომავალში მსახიობი ალჟირის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურის დაწყებას აპირებს. 

"ძალიან მინდა 7 პასპორტი მქონდეს. თავდაპირველად ალჟირის პასპორტს მოვითხოვ, შემდეგ კი დანარჩენებს. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ, თავისუფალი ადამიანი. ფრანგი-რუსი მსახიობი", - აღნიშნა დეპარდიემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, დეპარდიემ საფრანგეთში "მდიდრებისთვის შემოღებული გადასახადის" გამო, გადაწყვიტა, ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. 2013 წლის იანვარში მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. (ამასთან, დეპარდიე დღემდე რჩება საფრანგეთის მოქალაქედ).

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება