ირინა შეიკს უთვალთვალებენ

ირინა შეიკს უთვალთვალებენ

ცნობილმა რუსმა ტოპ-მოდელმა ირინა შეიკმა ნიუ-იორკის პოლიციაში განცხადება დაწერა.  ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს 27 წლის საცოლე პოლიციას სთხოვს,  თაყვანისმცემელი მამაკაცის გადამეტებული ყურადღებისგან დაიცვას, რომელიც მას 2 წელია უთვალთვალებს. ფანი მანჰეტენზე, ირინას ბინას რეგულარულად სტუმრობს.

უცნობ ადამიანს ირინასთვის ყვავილები და საჩუქრები მიაქვს. 2012 წელს, ქარიშხალ სენდის შემდეგ თაყვანისმცემელმა მოდელის ბინაში შეღწევაც კი მოახერხა. მაშინ ირინა სტიქიის შედეგად დატბორილ ბინას არემონტებდა. მოდელმა უცნობი სტუმარი რომ აღმოაჩინა, მაშინვე პოლიციაში დარეკა, მაგრამ სამართალდამცავების მისვლამდე მამაკაცმა მიმალვა მოახერხა.

დაცვას ირინა არაერთხელ გაუფრთხილებია, რომ მისი ფანი შენიშნეს. მოდელის ახლობლების თქმით, შექმნილი ვითარება მას აშინებს. შეიკს იმედი აქვს, რომ პოლიცია მისი თვალთვალისა და მასთან მიახლოების ამკრძალავ ორდერს გასცემს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება