ვენესუელაში ბავშვის ბოთლიდან კვებას აკრძალავენ

ვენესუელაში ბავშვის ბოთლიდან კვებას აკრძალავენ

ვენესუელაში შესაძლოა, ბავშვთა ხელოვნური კვება აკრძალონ. პარლამენტში ბავშვების ბოთლით კვების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

უჩვეულო დოკუმენტის მიღება ძუძუთი კვების ხელშეწყობისთვის კეთდება. კანონპროექტი პარლამენტში ვენესუელას მმართველი ერთიანი სოციალისტური პარტიის ინიციატივით შევიდა. მისი მოქმედება 6 თვემდე ბავშვებზე გავრცელდება.

იგეგმება ხელოვნური კვების აკრძალვა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედას ჩვილის ძუძუთი კვება არ შეუძლია. 

მმართველი პარტიის დეპუტატის, ოდალის მონსონის თქმით, მსგავსი მოწყობილობები ჩვილსა და დედას შორის კონტაქტის დარღვევას იწვევს, რაც მათ სიყვარულის გამოვლინებაში უშლით ხელს.

ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, მის დამრღვევებს დააჯარიმებენ.

მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა