ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს

ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს დაიცავს

მელ გიბსონის ყოფილი საყვარელი და მისი შვილის დედა, რუსი პიანისტი ოქსანა გრიგორევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს დაიცავს. ცნობილი უფლებათა დამცველები მასთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ. გახმაურებული საქმის მთავარი გმირი საზოგადოებრივ პროექტს მართლაც დიდ რეკლამას გაუწევს.

ოქსანა გრიგორევამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც 2010 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდის ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ მელ გიბსონს დაშორდა. რუსი პაინისტის გამო გიბსონმა ცოლი და 7 შვილი მიატოვა. გრიგორევამ მსახიობს ქალიშვილი - ლუსიაც გაუჩინა, თუმცა წყვილმა ერთ წელიწადში განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. პიანისტმა გიბსონისგან 20 მლნ დოლარი მოითხოვა, თუმცა როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ოქსანამ განაცხადა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მას სცემდა. თავიდან 57 წლის გიბსონი ყველაფერს უარყოფდა. ხანგრძლივი სასამართლო გარჩევების შემდეგ იგი მშვიდობიან მოლაპარაკებას დათანხმდა და ყოფილ საყვარელს სოლიდური კომპენსაციაც გადაუხადა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გრიგორევა ამერიკული საქველმოქმედო ფონდის საპატიო წევრი გახდება, რომელიც ფინანსურ სახსრებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად აგროვებს.

22 ივნისს ნიუ-იორკში ფონდი დიდ გალა-კონცერტს გამართავს.

"ქალები ასეთ სიტუაციებში საკუთარ შიშთან მარტონი არ უნდა დარჩნენ, - განუცხადა ოქსანამ RadarOnline.com-ს, - ჩემთვის დიდი პატივია საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა. ძალადობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი".

სავარაუდოდ, ოქსანა გრიგორევა მსხვილი ღონისძიებების ორგანიზებით დაკავდება, მაგალითად, საინფორმაციო კონფერენციებით ოჯახური ძალადობის შესახებ.

"ოქსანას სიმამაცე და სიმტკიცე მისაბაძი მაგალითი იქნება მათთვის, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, - განაცხადა ფონდ The Retreat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ფრიდმანმა, - ის მრავალი ადამიანის სატკივარს გაახმოვანებს, რომლებსაც შიშის გამო დღემდე ხმამაღლა საუბარი უჭირთ".

მომზადებულია Radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება