როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე

როგორ გაცვალა მოდელმა მარიამ ბერძენიშვილმა გივი სიხარულიძე ლევან მასპინძელაშვილზე

მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" ფინალისკენ მიდის. წინა კვირას "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროექტის წესები შეცვალა და საუკეთესო ხუთეული უცვლელად დატოვა, ანუ პროექტი არავინ დატოვა. აუტსაიდერებს შორის იყო ლევან მასპინძელაშვილიც.

ლევანის ცხოვრება პროექტმა მთლიანად შეცვალა. ყველა სიკეთესთან ერთად, მას თაყვანისმცემელი გოგონებიც გაუჩნდა. მათ შორისაა მოცეკვავე და მოდელი მარიამ ბერძენიშვილი. ეს ის მარიამია, ვახო ბიჭიკაშვილმა "ვანო ჯავახიშვილის შოუში" გივი სიხარულიძეს საჩუქარად რომ ჩაუსვა კალთაში. მარიამმა ლევანი პირველივე საკონკურსო კონცერტზე შენიშნა. მას მერე მის ვიდეოებსა და ფოტოებს აზიარებს "ფეისბუქზე". მარიამი ლევანს "რუსთავი 2"-ში შევახვედრეთ და ერთობლივი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ლევან, პირველ რიგში შენი და მუსიკის ურთიერთობაზე გვიამბე.

- მე და მუსიკა დიდი ხანია ვმეგობრობთ, უბრალოდ, არავინ იცოდა ამის შესახებ, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა.

- პროფესიონალურ დონეზე მეგობრობთ?

- არა, სამოყვარულო დონეზე. სახლში ჩემით ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. კარგად არ ვუკრავ, მაგრამ ჯერჯერობით მე მყოფნის. პედაგოგი არ მყოლია, ჩემთვის ვერთობოდი სახლში. ახლა აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი მისმენს და მოსწონს ჩემი სიმღერა, რაც ძალიან მახარებს.

- აქამდე არც ერთ პროექტში არ გიცდია ბედი?

- არა, არც "საქართველოს ვარსკვლავში" მოვხვდებოდი, ჩემი მეგობარი რომ არა, ერთად ვმუშაობთ და მან დამარეგისტრირა. რომ დამირეკეს, სამსახურში ვიყავი, კასტინგზე უნდა მოხვიდე "რუსთავი 2"-შიო რომ მითხრეს, ძალიან გამიკვირდა. მთელი სამსახური იცინოდა, ყველამ იცოდა ჩემ გარდა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ტურიზმისა და სარეკლამო ბიზნესის სპეციალისტი ვარ. ამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია. ახლა ვმუშაობ ონლაინ მარკეტინგში. მანამდე ვმუშაობდი "თიბისი" ბანკში, საქართველოს ბანკში და ორგანიზაციაში, რომელიც მარილის იმპორტით იყო დაკავებული.

- მოკლედ, დიპლომიანი და სამსახურიანი სასიძო ხარ.

- (იღიმება), სასიძო ვარ, დიპლომიანიც, სამსახურიანიც.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას მერე, რაც "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდი?

- ცხოვრების რიტმი, ცხოვრების წესი მთლიანად შეიცვალა. აღარ დავდივარ სამსახურში, როცა რეპეტიცია არ მაქვს, შუადღემდე მძინავს. შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ქუჩაში მცნობენ.

- თაყვანისმცემელი გოგონებიც გაჩნდნენ?

- (იცინის) კი, გაჩნდნენ, თაყვანისმცემლების არმია არ მყავს, მაგრამ რამდენიმე გოგონა შეინიშნება.

- ერთი ჩვენც შევნიშნეთ, მარიამ ბერძენიშვილი და შენთან წამოვიყვანეთ.

- მარიამი მეც ძალიან შევნიშნე (იღიმება).

- მარიამ, ლევანი მხოლოდ იმიტომ მოგწონს, რომ კარგად მღერის, თუ სხვა ინტერესებიც გაჩნდა პარალელურად?

- (იცინის) თავიდან სიმღერის გამო მომეწონა, მერე "ფეისბუქზე" მოვძებნე. "საქართველოს ვარსკვლავის" გვერდზე ერთ-ერთ ფოტოზე მონიშნეს და მივაგენი, თორემ ისე კარგადაა "შეფუთული", ვერ ვიპოვიდი (იცინიან). მივწერე პირველივე ორშაბათს, რომ ძალიან მომეწონა. მადლობა გადამიხადა. შემდეგ ორშაბათსაც მივწერე და მერეც, მაგრამ პასუხები აღარ მოუწერია.

ლევანი:

- ეტყობა, ვერ მოვიცალე, თორემ... ვინც განსაკუთრებულ ტექსტს მწერს, იმას განსაკუთრებულად ვპასუხობ. ვინც "ყველაზე მაგარი ხარო", მწერს, იმას მხოლოდ მადლობას ვუხდი.

- მარი განსაკუთრებული იყო?

- არ მახსოვს, ალბათ კი, რადგან შემდეგ მიმოწერა გავაგრძელეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება