კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ოფიციალურად იქორწინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანუკი არეშიძემ უკრაინულ ტელეარხ 1+1-ზე გადაცემა "Світське життя"-ს წამყვან კატია ოსადჩაიას დაუდასტურა.

"ხელი მოვაწერეთ, უბრალოდ ტაძარში არ ვყოფილვართ, - განაცხადა არეშიძემ და იქვე დასძინა, რომ ქორწილი გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის, - ნუ ვიმკითხავებთ. ორივე ვოცნებობთ ჩვენს ქორწილზე. ორი წელია საქორწილო კაბა შინ მაქვს. კახისაც აქვს კოსტუმი. მაგრამ არ გამოდის...".

არეშიძის თქმით, მიუხედავად კაბის "ასაკისა", ის ყოველთვის მოდაში იქნება, ვინაიდან მსოფლიოში ერთადერთია". დიზაინერმა Victor&Rolf-ის საქორწილო კაბა ამსტერდამში შეიძინა.

ანუკიმ ასევე აღნიშნა, რომ კახის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მათი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.

"ადრე ერთი ადამიანი მიცავდა, ახლა - ორი. ადრე თავისუფლად შემეძლო რესტორნებში სადილი, ახლა კი ეს ნაკლებად მისასალმებელია. ამიტომ გამუდმებით სახლში ვარ. ვმუშაობ კოლექციებზე და მეუღლეს ველოდები", - განაცხადა დიზაინერმა.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ორი შვილი ჰყავთ. წყვილს ჯვარი არ აქვს დაწერილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება