პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?

პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?

პერის ჯექსონის თვითმკვლელობის მცდელობის გარშემო ახალი ჭორები გაჩნდა. დასავლური პრესა ირწმუნება, რომ გოგონა განაწყენდა, როცა შეიტყო, რომ მაიკლ ჯექსონი მისი ბიოლოგიური მამა არ ყოფილა და თვითმკვლელობა სცადა.

პერისმა ივნისის დასაწყისში აბები დალია და ვენები გადაიჭრა. გოგონა გადაარჩინეს - იგი ამბობს, რომ უბრალოდ, ყურადღების მიპყრობა სურდა, რადგან სასწრაფოში თავად დარეკა.

სანამ პერისი საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზებზე პრესაში ბევრი დაიწერა. ერთ-ერთი ვერსიით, პერისი განაწყენდა, რომ მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს, - როკერმა იგი უმალვე ვიპ-სტუმრების სიაში შეიყვანა და სიმღერაც მიუძღვნა. დაწერეს, რომ იგი ერთი წელია დეპრესიაშია იმის გამო, რაც მისი ოჯახის გარშემო მაიკლის გარდაცვალების შემდეგ ხდება.

ახლა კი ახალი ვერსია გაჩნდა: მაიკლ ჯექსონი გოგონას ბიოლოგიური მამა არ არის. ახალმა ამბავმა პერისს გული ისე ატკინა, რომ თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი წერს. გაზეთის ინფორმაციით, პერისს სჯეროდა, რომ მისი და მისი ძმის, პრინს ჯექსონის ბიოლოგიური მშობლები - დები როუ და მაიკლ ჯექსონი იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით და-ძმამ გაარკვია, რომ მათი ბიოლოგიური მამა უცნობი მამაკაცია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება