რიანას კრის ბრაუნის გადაყვარებაში ექიმის დახმარება სჭირდება

რიანას კრის ბრაუნის გადაყვარებაში ექიმის დახმარება სჭირდება

რიანა კრის ბრაუნზე დამოკიდებულია. ყოფილმა ბოიფრენდმა რიანა მარიხუანას მოწევას მიაჩვია და აიძულა ეფიქრა, რომ თავადაა დამნაშავე იმაში, რომ კრისმა სცემა. (ერთ-ერთ ინტერვიუში რიანამ ბრაუნი დაიცვა და განაცხადა, რომ ყველაფერი მისი ბრალია).

ბოლოს და ბოლოს, ბარბადოსელი მომღერალი მიხვდა, რომ ეს სიყვარული კი არა, დამოკიდებულებაა. გავრცელებული ხმებით, რიანას სურს ყოფილი საყვარლის გადაყვარებაში ექიმები დაიხმაროს და კლინიკაში დაწოლას აპირებს. რიანა ხვდება, რომ პროფესიონალების დახმარება სჭირდება.

ვარსკვლავმა უკვე შეარჩია "სექსუალური და სასიყვარულო დამოკიდებულებისგან" განსაკურნი, სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც 12 ეტაპისგან შედგება. რიანა რამდენჯერმე შეხვდა ფსიქოანალიტიკოსს და ამ საკითხზე ესაუბრა.

მკურნალობის კურსის გამო შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს რიანას მსოფლიო ტურნეს განრიგში.

მომზადებულია The9Gloss-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება