სამეფო მემკვიდრის დაბადება ბრიტანეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს

სამეფო მემკვიდრის დაბადება ბრიტანეთის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს

მთელი ბრიტანეთი ელოდება ივლისის მოსვლას, როდესაც ქვეყანას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრე მოევლინება. სავარაუდოდ, სუვენირები და საქონელი, რომელიც დაკავშირებული იქნება ქეით მიდლტონის მშობიარობასთან, დაახლოებით 243 მლნ ფუნტ სტერლინგად გაიყიდება. (380 მლნ აშშ დოლარი)

პატარას სახელზე გამდიდრდება არა მხოლოდ ბრიტანეთის სამეფო, არამედ თავად სამეფო ოჯახიც. სამეფო სიმბოლიკიანი საქონელი უკვე აქტიურად იყიდება მაღაზიებსა და ინტერნეტში.

თამაშგარე არც პრინცი უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის მშობლები დარჩებიან, რომლებმაც მათ ფერმაში უკვე დაიწყეს შვილის მშობიარობასთან დაკავშირებული ნივთების გაყიდვა.

ეკონომისტების შეფასებით, დაახლოებით 4.8 მლნ ბრიტანელი სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადების აღსანიშნად 3 მლნ შამპანურის და ღვინის ბოთლს შეიძენს, რაც დაახლოებით 62 მლნ ფუნტი სტერლინგის პროდუქციაა. კიდევ 25 მილიონი დაიხარჯება წვეულებებსა და საკვების შეძენაზე.

ექსპერტები თვლიან, რომ ბრიტანელები 56 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სუვენირებს შეიძენენ. კიდევ 76 მლნ წიგნებში და დისკებში დაიხარჯება. სათამაშოების გაყიდვა მოიმატებს და ბრიტანეთის  ეკონომიკას 24 მლნ ფუნტით გაამდიდრებს.

მომზადებულია Daily Mail-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა