დოლჩეს და გაბანას პატიმრობა მიუსაჯეს

დოლჩეს და გაბანას პატიმრობა მიუსაჯეს

დიზაინერ დომინიკო დოლჩეს - 1 წლიანი, ხოლო დიზაინერ სტეფანო გაბანას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი გუშინ იტალიურმა სასამართლომ გამოიტანა. მათ გადასახადის დამალვაში სდებენ ბრალს. საუბარი 500 მლნ ევროს ეხება. 

თავად დიზაინერები პროცესს არ დაესწრნენ. ბრალდების თანახმად, დიზაინერებმა ბრენდები Dolce & Gabbana და D&G ყალბ კომპანიას მიჰყიდეს, რომელიც 2004 წელს ლუქსემბურგშია დარეგისტრირებული. ამგვარად, დიზაინერებმა თავი აარიდეს იტალიურ გადასახადებს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

პროკურორმა დიზაინერების 2.5 წლით დაპატიმრება მოითხოვა. სავარაუდოდ, ისინი ციხეში არ ჩასხდებიან, ვინაიდან სააპელაციო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება