რიანამ ფანს თავში მიკროფონი ჩაარტყა

რიანამ ფანს თავში მიკროფონი ჩაარტყა

მომღერალმა რიანამ ერთ-ერთ კონცერტზე უცნობ ფანს თავში მიკროფონი ჩაარტყა.

ინციდენტი ბრიტანეთში, ბირმინგემში ამ დღეებში მოხდა. რიანა სიმღერა We Found Love-ის შესრულებისას სცენიდან მაყურებელთან ჩავიდა. ტრადიციულად მცველებით გარშემორტყმული დადიოდა, ამიტომ თაყვანისმცემლებს შიშის გარეშე ჰკიდებდა ხელს და მისი შეხების საშუალებასაც აძლევდა. ერთ-ერთმა ფანმა რიანას ხელი მოჰკიდა და გაშვებას არ ჩქარობდა. როდესაც მომღერალი მიხვდა, რომ არ უშვებდნენ, თავხედ თაყვანისმცემელს თავში მიკროფონი ჩაარტყა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება