მსოფლიოში ახალშობილი გოგონების დეფიციტია

მსოფლიოში ახალშობილი გოგონების დეფიციტია

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები გოგონა იბადება. დემოგრაფები შეშფოთებულები არიან - უახლოეს ათწლეულში პლანეტაზე მარტოხელა მამაკაცების რაოდენობა მოიმატებს. დედამიწის მოსახლეობამ უკვე 7 მლრდს მიაღწია და კიდევ იზრდება.

არსებული დემოგრაფიული სიტუაცია მალე შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან მსოფლიო სუსტი სქესის წარმომადგენელთა დეფიციტს განიცდის.

მსოფლიო სტატისტიკა ადასტურებს, რომ 100 ახალშობილ გოგონაზე 104 ბიჭი მოდის. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჩინეთში, ვიეტნამში, ინდოეთში, ბოსნიაში და სერბეთში გაცილებით მეტი ბიჭი იბადება.

ამის მიზაზი ის არის, რომ ახლადშექმნილ ოჯახებში პირველი შვილი ბიჭი უნდათ. შედეგად, მსოფლიოში წლის განმავლობაში არ იბადება 160 მლნ გოგონა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა