ჯონი დეპი: "ვანესასთან განქორწინება გამიჭირდა”

ჯონი დეპი: "ვანესასთან განქორწინება გამიჭირდა”

ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი მეუღლესთან დაშორების შესახებ ჟურნალისტებთან პირველად ალაპარაკდა. მსახიობმა დუმილი დაარღვია და ყოფილ ცოლსა და განქორწინებით გამოწვეულ ტკივილზე გულახდილად ისაუბრა.

"სასიყვარულო ურთიერთობები რთულია. გამიჭირდა იმ ადამიანთან განქორწინება, რომელთანაც საერთო შვილები, წარსული და ბედნიერი დღეები მაკავშირებს. რასაკვირველია, დედ-მამის გაყრა შვილებზეც ცუდად აისახა - ბავშვებს ყველა დეტალი გულთან ახლოს მიაქვთ. მართალია ვანესას დავშორდი და მასთან სახლში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაინტერესებს. ის ჩემი შვილების დედა და ქალია, რომელიც მთელი არსებით მიყვარდა", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, წყვილს 2 შვილი: 14 წლის ლილი-როუზი და 11 წლის ჯეკი ჰყავთ.

მომზადებულია Rolling Stone-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება