ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"

ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"

მსახიობი ჯონი დეპი ქუჩაში, წვეულებებსა და წითელ ხალიჩებზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში სათვალით დადის. დღემდე ყველას ეგონა, რომ ეს აქსესუარი მხოლოდ ჯონის იმიჯის ნაწილი იყო, თუმცა მსახიობის თქმით, მას სათვალე იმიტომ უკეთია, რომ "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმაა".

ამის შესახებ 50 წლის მსახიობმა გამოცემა Rolling Stone-თან ისაუბრა. როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, მას მხედველობის პრობლემები დაბადებიდან აქვს და ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს სათვალის ტარება.

როგორც ჯონი აცხადებს, მარცხენა თვალით ის ახლომხედველია. სიტუაცია საკმად მძიმეა და განკურნებას არ ექვემდებარება.

"ყველაფერი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია. არასდროს მქონია კარგი მხედველობა", - აღნიშნა დეპმა.

სათვალის გამუდმებით ტარება ჯონის არ უჭირს, უკვე მიეჩვია კიდეც, თუმცა როდესაც საქმე ფილმებს ეხება, ეს ნამდვილი პრობლემა ხდება.

ფილმებში ჯონი დეპი ისეთ პერსონაჟებს თამაშობს (ჯეკ ბეღურა, ედვარდ ხელმაკრატელა), რომლებიც სათვალის გარეშე უნდა განასახიეროს.

მომზადებულია Rolling Stone-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება