ჯულია რობერტსი გვინეტ პელტროუს ლამაზად არ მიიჩნევს

ჯულია რობერტსი გვინეტ პელტროუს ლამაზად არ მიიჩნევს

ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჯულია რობერტსი და გვინეტ პელტროუ ერთმანეთს ვერ იტანენ. გვინეტი ჟურნალ People-ის გამოკითხვით 2013 წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა. რეიტინგში კი ჯულიას ადგილი არ აღმოჩნდა.

რობერტსი განრისხებულია, რომ 2010 წლის შემდეგ პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული აღარ მიუღია. გვინეტს ის ლამაზად არ მიიჩნევს და ამ წოდებას მისი გარეგნობისთვის შეუფერებელად თვლის.

"ჯულია ჟურნალების გამოკითხვებს რამდენიმე წელი ლიდერობდა. მარტო People-ში მამაკაცებმა 4-ჯერ დაასახელეს ყველაზე ლამაზ ქალად. ვარსკვლავი გაღიზიანებულია და ყველას ეუბნება, რომ ერჩივნა, გამოკითხვაში 20 წლის მსახიობს გაემარჯვა და არა მისი ასაკის ქალს", - განუცხადა ამერიკულ ჟურნალ National Enquirer-ს ჯულიას ახლო მეგობარმა.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება