ჯენიფერ ლოპესს დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჯენიფერ ლოპესს დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

მომღერალ ჯენიფერ ლოპესს, რომელმაც კარიერა მსახიობობით დაიწყო, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ლოპესის ვარსკვლავი დიდების ხეივანში 2500-ეა. ჯენიფერი ამ მრგვალი ციფრით აღფრთოვანებულია და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "ეს დღე მის ცხოვრებაში საუკეთესოა".

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს შოუბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

"ჯენიფერი ყველაზე შრომისმოყვარეა იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ლოპესს პირველად რომ შევხვდი, მითხრა - ვაპირებ პირველი ლათინოამერიკელი სუპერვარსკვლავი გავხდე. ვიფიქრე, რომ ოცნება ოცნებად დარჩებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, სხვებისთვის შეიძლება ბევრი რამ შეუძლებელია, მაგრამ არა ჯენიფერისთვის", - განაცხადა რეჟისორმა გრეგორი ნავამ.

მომზადებულია gmanetwork.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება