ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს

ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსი სამსახურს ვერ შოულობს

კეტი ჰოლმს ტომ კრუზთან გაყრის შემდეგ სამსახურის მოძებნა უჭირს - მსახიობს უიღბლობა სდევს თან, გრძელვადიან პროექტებზე კი ქალიშვილის გამო უარის თქმა უწევს.

მსახიობები კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი ერთი წლის წინ დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზი ჰოლივუდის ვარსკვლავის სეინტოლოგიით გადამეტებული გატაცება გახდა. აგვისტოში ოფიციალური განქორწინების შემდეგ მათი ერთადერთი ქალიშვილი დედასთან დარჩა, მამას კი მისი ნებისმიერ დროს ნახვის უფლება აქვს. ეს გაყრა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უკონფლიქტო აღმოჩნდა.

კეტი ჰოლმსის პროდუსერის თქმით, კეტისთვის "თავისუფლების წელი" რთული აღმოჩნდა. მსახიობს პაემნებზე სიარული და პირადი ცხოვრების აწყობა უჭირს.

"კეტის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის ადგილი არ არის, ამჟამად იგი მთლინად სურიზეა კონცენტრირებული. განქორწინება ასე აღიქვა: "მუშაობის დრო მოვიდა",- განუცხადა ჟურნალ People-ს მსახიობის კოლეგამ.

მაგრამ მსახიობს კარიერაში არ უმართლებს. კერძოდ, ბროდვეის დადგმა "დაბლოკილი არგარიშები", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, ჩავარდა და პრემიერიდან ორი თვის შემდეგ თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს.

მსახიობს ახალი პროექტებისთვის დროის გამონახვა უძნელდება - ქალიშვილის გამო ფილმ "მოლიში" მონაწილეობაზე უარი თქვა.

"კეტის სამსახურის მოძებნა უჭირს. ბევრი მუშაობა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი არ აქვს. მის ტანჯულ გამომეტყველებას ალბათ შეამჩნევდით. სური მთელ ენერგიას ართმევს!",-ამბობს ჟურნალის ინფორმატორი.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება