ჭარბი ბოტოქსის გამო მეგ რაიანი ვეღარ იცინის

ჭარბი ბოტოქსის გამო მეგ რაიანი ვეღარ იცინის

ჰოლივუდის მსახიობი მეგ რაიანი სიცილიაში გამართულ ტაორმინას 59-ე კინოფესტივალზე (Taormina Film Festival) სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. "მელოდრამების დედოფალმა", როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ ტუჩები ბოტოქსით დაიბერა - ინექციის გამო მსახიობს ღიმილი უჭირდა. წითელ ხალიჩაზე ყველა მის ტუჩებს შესცქეროდა. დეფექტს რაიანს ვერც წითელი ტუჩსაცხი უფარავდა. ვარსკვლავმა ტუჩების უჩვეულო სისქისა და მოხაზულობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

ბოტოქსის ინექციის გარდა, მსახიობმა პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. 51 წლის კინოვარსკვლავი ნაოჭებს ყველა ხერხით ებრძვის. როგორც მეგის გარემოცვის წევრები ამბობენ, მსახიობი თავის მოვლის რადიკალურ ზომებს იმიტომ მიმართავს, რომ ბოლო დროს დასავლური პრესა დაუნდობლად აკრიტიკებს მის გარეგნობას. რეიტინგულ გამოცემებში არაერთხელ დაბეჭდილა მეგის ფოტო, სათაურით: "მეგ რაიანის მშვენიერება წარსულს ჩაბარდა", "რა დაემართა "მელოდრამების დედოფალს"?" და სხვა. პაპარაცები ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც მსახიობს ჩაცვენილი თვალები, ფერმკრთალი სახე ან დაძარღვული ხელები უჩანს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება