მილა იოვოვიჩი - "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

მილა იოვოვიჩი -  "ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი მილა იოვოვიჩი ბოლო დროს უფრო დიდი მონდომებით თავის ოჯახზე, მშვენიერ ქალიშვილზე ლაპარაკობს, თუმცა არც ახალი კინოპროექტების სიმცირეს უჩივის.

დოსიე

მილა იოვოვიჩი 1975 წელს დაიბადა კიევში, ჩერნოგორიელი მამის ბოგდან იოვოვიჩისა და რუსი მსახიობის გალინა ლოგინოვას ოჯახში. იოვოვიჩები მალე გადავიდნენ საცხოვრებლად ამერიკაში და მილამაც მსახიობობა იქ დაიწყო.

მილა ცნობილი მსახიობის შონ ენდრიუსისა და რეჟისორ ლიუკ ბესონის ცოლი იყო, ამჟამად კი რეჟისორ პოლ ანდერსონის ცოლია და მისგანვე გააჩინა 2007 წელს ქალიშვილი ევერ გაბო. მის ბოლოდროინდელ პროექტებს შორის არის "ვიკრუტასები", "მუშკეტერები" და სულ ახლახან გამოსული "ბოროტების სამეფო: შურისძიება", რომელშიც კიდევ ერთხელ ითამაშა მეომარი ქალის როლი.

მილა ასევე არის მოდელი და კარგადაც მღერის. კანის ბოლო კინოფესტივალზე "ლორეალის" წარმომადგენელი იყო და ამ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახეც არის.

"ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია"

- რამდენად მნიშვნელოვანია სილამაზე ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, ის ზოგადად ცხოვრებას აიოლებს. მაგრამ ახლობელი ადამიანების ბედნიერება და საკუთარ შინაგან სამყაროზე მუშაობა გაცილებით მნიშვნელოვანია. დედა ყოველთვის მასწავლიდა: ლამაზი სახე კარს გაგიღებს, მაგრამ მხოლოდ ჭკუა და სული დაგეხმარება იმაში, რომ ოთახში დარჩე". ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, ვცდილობ, ის ჩემს ქალიშვილამდეც მივიტანო.

- ხშირად ამბობდით, რომ დედობა ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და კიდევ ერთი შვილის გაჩენა გსურდათ. კვლავ ასე ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა! ჩემი ქალიშვილი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანია. ვერც კი წარმომიდგენია, ადრე როგორ ვცხოვრობდი უმისოდ. მან მთლიანად შემცვალა, მთელი ჩემი სამყარო შეცვალა. იცით, ყველა მსახიობი და მოდელი, ასევე შემოქმედებითი ადამიანები ხშირად ეგოისტები და საკუთარ თავზე კონცენტრირებულები არიან, მაგრამ მას მერე, რაც ევა გაჩნდა, მე სხვა გავხდი. ეს წელიწადი მთლიანად მას მივუძღვენი, საბავშვო ბაღში აპირებს წასვლას და გადავწყვიტე, რომ მინდა, მასთან ურთიერთობით დავტკბე. მინდა საუზმე მოვუმზადო, ვასეირნო - ერთი სიტყვით, ვიყო უბრალოდ დედა. მით უმეტეს, სანამ ჩემი ქმარი გადაღებებზეა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე ვიქნები ევერთან. ძალიან მინდა კიდევ ერთი შვილი, მაგრამ ორსულობა ძალიან მძიმე გამოცდაა, მე კი ძნელად დავუბრუნდი უწინდელ ფორმას.

- ბავშვის აყვანაზე არ გიფიქრი­ათ?

- მაინც იმედი მაქვს, რომ გავაჩენ. ალბათ, შემდეგ წელს დავფიქრდები ამაზე სერიოზულად, რადგან შემოდგომაზე გადაღებები მაქვს. ბავშვის აყვანას კი ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება