ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი სასამართლოში აპირებს ჩივილს მწერალ გრეგუარ დელაკურას წინააღმდეგ, რომელმაც თავისი ახალი რომანის გმირს მსახიობის სახელი დაარქვა.
რომანში "პირველი, რასაც ვუყურებთ", მთავარი პერსონაჟი ფრანგი მსახიობია, რომელსაც ავტომლესავთან აქვს რომანი და მისი სახელი და გვარი რატომღაც სკარლეტ იოჰანსონია.