ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ბრიუს ლის ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ლოს-ანჯელესის "ჩაინათაუნში" საბრძოლო ხელოვნების ლეგენდასა და ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავ ბრიუს ლის ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს. ორმეტრიანი ძეგლი ჩინეთში დაამზადეს.

ქანდაკების გახსნა ბრიუს ლის გარდაცვალებიდან მე-40 წლისთავს და "ჩაინათაუნის" 75-ე წლისთავს მიეძღვნა. თუმცა ქანდაკება ადგილზე მცირე ხნით გააჩერეს, მოგვიანებით კი სპეციალურ საცავში გადაიტანეს. იმისათვის, რომ ლის ფიგურა ლოს-ანჯელესში სამუდამოდ დარჩეს, 150 000 აშშ დოლარის შეგროვებაა საჭირო.

ვარსკვლავის ქალიშვილისა და "ბრიუს ლის ფონდის" პრეზიდენტის, შენონის თქმით, მამამისი სან-ფრანცისკოში დაიბადა, მაგრამ ძალიან უყვარდა ლოს-ანჯელესის "ჩაინათაუნი".

"ეს მისი საყვარელი ადგილი იყო, სადაც გემრიელი ჩინური კერძების მირთმევა და მშობლიურ ენაზე საუბარი შეეძლო", - აღნიშნა შენონმა.

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება