გვინეტ პელტროუ ტეილორ სვიფტს ინგლისელ კაცზე გათხოვებას ურჩევს

გვინეტ პელტროუ ტეილორ სვიფტს ინგლისელ კაცზე გათხოვებას ურჩევს

ამერიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ მომღერალ ტეილორ სვიფტს ინგლისელ მამაკაცზე გათხოვებას ურჩევს. მსახიობი და მომღერალი ძველი მეგობრები არიან.

გვინეტი ფიქრობს, რომ ამერიკელი ქალისთვის ინგლისელი მამაკაცები იდეალური პარტნიორები არიან. კინოვარსკვლავი ამ დასკვნამდე საკუთარი გამოცდილებით მივიდა - პელტროუს მეუღლე ბრიტანული როკ-ჯგუფის, Coldplay-ს ვარსკვლავი კრის მარტინია. მსახიობი ინგლისელ მამაკაცებს ჯენტლმენობითა და ოჯახის ერთგულებით გამოარჩევს.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან შემსრულებლად აღიარებულ 23 წლის ტეილორს პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. მისი რომანები ძალიან მალე სრულდება. ცოტა ხნის წინ ტეილორმა ჟურნალ Wonderland-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მარტო დარჩენის ეშინია. მომღერალი ფიქრობს, რომ ცხოვრების ბოლომდე მარტოხელა იქნება.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება