"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!

"დიდი გეტსბი" ბაზ ლურმანის წარმატებული თუ წარუმატებელი ეკრანიზაცია?!

"დიდი გეტსბი" ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანია, რომელმაც მზის სინათლე 1925 წლის 10 აპრილს იხილა. ზემოხსენებული რომანი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი მიმართულების, ე.წ. "ჯაზის საუკუნის" ტიპური წარმომადგენელია. ფიცჯერალდმა ის ევროპაში მოგზაურობისას დაასრულა, მაშინ, როდესაც პარიზში იმყოფებოდა და იქვე გამოსცა.

რომანის მთავარი გმირები ნიუ-იორკის მახლობლად, ლონგ-აილენდის "ოქროს სანაპიროზე" ტრიალებენ. 1920-იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის ქაოსის კვალდაკვალ, ამერიკული საზოგადოება აყვავების ხანაში შევიდა. იმ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა საოცრად სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. იმდროინდელმა "მშრალმა კანონმა" ბევრი ამ საქმით დაკავებული ადამიანი მილიონერი გახადა. რასაკვირველია, ამან ორგანიზებული დანაშაულის წილიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ფიცჯერალდს ახალი რომანით თავისი დამოკიდებულების გადმოცემა უნდოდა, ერთი მხრივ, ამერიკული სიმდიდრის და მდიდარი ადამიანებისადმი აღფრთოვანების, მეორე მხრივ კი, ამავე საზოგადოების მატერიალიზმისკენ სწრაფვისა და მორალის არქონის საჩვენებლად.

საინტერესოა, რომ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბი" გამოცემიდან მალევე მოექცა რეჟისორების ყურადღების ცენტრში. ჯერ ბროდვეიზე დაიდგა, შემდეგ ფილმიც გადაიღეს, თუმცა რომანი მწერლის სიცოცხლეში განსაკუთრებულად პოპულარული და ცნობილი ვერ გახდა. წიგნის მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ის მიივიწყეს და მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში გამოქექეს წიგნის თაროებიდან, რის შემდეგაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება