მეჰრიბან ალიევა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

მეჰრიბან ალიევა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. "კავკაზსკი უზელის" ცნობით, მისი კანდიდატურა პარტიამ "მშვიდობა დემოკრატიულ აზერბაიჯანს" დაასახელა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. ეს გადაწყვეტილება პარტიის აქტივისტებმა 15 ივნისის ყრილობაზე მიიღეს, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი ახლა გახდა.

პარტიის წევრთა მიერ მეჰრიბან ალიევას ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესახებ მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარტია "ენი აზერბაიჯანი" საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ ილჰამ ალიევს ასახელებს. მეჰრიბან ალიევას საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ აღნიშნულ პარტიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მომზადებულია "კავკაზსკი უზელის" მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა