ინდოეთში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, ათასამდე გაიზარდოს

ინდოეთში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, ათასამდე გაიზარდოს

ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილთა სავარაუდო რაოდენობამ შესაძლოა, ათასამდე ადამიანი შეადგინოს. ამ დროისთვის 700-მდე ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია, რომელთაგან 80 ახლობლებმა ამოიცნეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს. ამ დროისთვის, მაშველებმა 70 ათასი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაახლოებით 25 ათასამდე ადამიანი კი დახმარების მოლოდინშია.

14-17 ივნისს მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების - ალაკნანდისა და ბჰაგირატის ადიდება გამოიწვია, რასაც წყალდიდობა მოჰყვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა