შიშველმა მამაკაცმა Dolce & Gabbana-ს ჩვენება ჩაშალა

შიშველმა მამაკაცმა Dolce & Gabbana-ს ჩვენება ჩაშალა

ცნობილი დიზაინერების დომინიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას კოლექციის ჩვენებისას პოდიუმზე შიშველი მამაკაცი ავიდა. ინციდენტი მილანში, მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებაზე მოხდა. დოლჩე და გაბანა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარმოადგენდნენ.

მას შემდეგ, რაც დარბაზში სინათლე ჩააქრეს, მამაკაცმა ტანსაცმელი გაიხადა და პოდიუმის ცენტრში ავიდა. სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცს მხოლოდ ფეხსაცმელი ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებას ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესიც ესწრებოდა. სპორტსმენი ქაოსს გაღიმებული შესცქეროდა.

მცველების ჯგუფმა მამაკაცი სცენიდან გაიყვანა.

აქტივისტის ვინაობა უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ მილანის სასამართლომ დომინიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას გადასახადების გადაუხდელობის გამო 1 წელი მიუსაჯა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება