ოლივერ სტოუნი უგო ჩავესის ცხოვრებაზე ფილმს იღებს

ოლივერ სტოუნი უგო ჩავესის ცხოვრებაზე ფილმს იღებს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ოლივერ სტოუნი ვენესუელას გარდაცვლილი ლიდერის, უგო ჩავესის ცხოვრებაზე ფილმს იღებს. ამის შესახებ ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა და დასძინა, რომ სურათი უახლოეს თვეებში დასრულდება.

მისი ინფორმაციით, ამერიკელი კინემატოგრაფი ვენესუელას უახლოეს მომავალში ესტუმრება.

"ჩვენ მის ჩამოსვლას მოუთმენლად ველით, ოლივერ სტოუნის სტუმრობასთან ერთად ვენესუელას კინოეკრანებზე მის მიერ გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყება",- აღნიშნა მადურომ.

ოლივერ სტოუნი ვერნესუელაში არაერთხელ იმყოფებოდა და უგო ჩავესს, ასევე არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის და ეკვადორის პრეზიდენტებს შეხვედრია. ამ შახვედრების შემდეგ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამერიკული პრესისა და აშშ-ის პოლიტიკოსების კრიტიკის ფონზე ჩავესის მოღვაწეობას პოზიტიურად წარმოაჩენს. 2003-2004 წლებში სტოუნმა ფიდელ კასტროზე დოკუმენური ფილმები - "კომანდანტე" და "ფიდელის ძიებაში" გადაიღო. სტოუნი სამი "ოსკარის" და სხვა მრავალრიცხოვანი კინოპრემიების მფლობელია.

უგო ჩავესი მარტში სიმსივნით გარდაიცვალა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება