69 წლის ჯორჯ ლუკასი დაქორწინდა

69 წლის ჯორჯ ლუკასი დაქორწინდა

"ვარსკვლავური ომების" შექმნელი, 69 წლის ჯორჯ ლუკასი დაქორწინდა. ცერემონია 22 ივნისს გაიმართა. ლუკასის რჩეული 44 წლის ბიზნესვუმენი მელოდი ჰობსონია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ჩიკაგოში, Peninsula-ში იქორწინა.

ქორწილის შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ლუკასის მეგობრებმა მიკრობლოგ "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელეს.

"ძალიან სასიამოვნო იყო ჯორჯ ლუკასის და მელოდი ჰობსონის ქორწილში. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ვულოცავ მისტერ და მისის ლუკასს", - დაწერა "ტვიტერზე" რეჟისორმა რონ ჰოვარდმა.

ცერემონიას დაესწრო ლეგენდარული მსახიობი სამუელ ელ ჯექსონიც.

ეს ჯორჯის მეორე ქორწინებაა. ადრე ის მონტაჟის სპეციალისტ მარსელი ლუი გრიფინზე იყო დაქორწინებული. მელოდი ჯორჯმა 2006 წელს გაიცნო. რეჟისორს ნაშვილები ბავშვი ჰყავს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება