ნარცისო როდრიგესი მამაკაცზე დაქორწინდა

ნარცისო როდრიგესი მამაკაცზე დაქორწინდა

დიზაინერი ნარცისო როდრიგესი საყვარელ მამაკაცზე, ტომას ტოლანზე დაქორწინდა. ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. ნარცისოს ქორწილის პირველი ფოტოები მისმა მეგობარმა, მსახიობმა ჯესიკა ალბამ გაავრცელა.

ნარცისო და ტომასი უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ხვდებიან. როგორც 53 წლის დიზაინერი აცხადებს, მათ ურთიერთობაში კომფორტს სწორედ ტომი ქმნის.

"ტომი შესანიშნავი მზარეულია. ის საოცარ ატმოსფეროს ქმნის. ხშირად კერძებს ერთად ვამზადებთ, თან კარგი სასმელის ბოთლი გვაქვს გახსნილი. თუ ამინდი საშუალებას გვაძლევს, ვსხედვართ ჩვენს ტერასაზე და მზის ჩასვლით ვტკბებით", - აცხადებს დიზაინერი.

ნარცისო როდრიგესს საკმაოდ დატვირთული გარფიკი აქვს. დიზაინერი ახლა ერთდროულად მუშაობს ორ კოლექციაზე.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება