რობი უილიამსი: "ნარკოტიკს ჩემს შვილს თავად ვუყიდი"

რობი უილიამსი: "ნარკოტიკს ჩემს შვილს თავად ვუყიდი"

მომღერალი რობი უილიამსი აცხადებს, რომ საკუთარ შვილს, თუ ის ოდესმე ნარკოტიკების მომხმარებელი გახდება, ნარკოტიკს თავად უყიდის და მასთან ერთად მიიღებს. მომღერალი ამ გადაწყვეტილებას უხარისხო ნარკოტიკისგან შვილის დაცვის სურვილით ხსნის.

"ჩემს შვილს თავად ვუყიდი ნარკოტიკებს, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ საუკეთესოს იღებს", - განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

39 წლის მომღერალი რამდენიმე წლის წინ თავად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს.  ვარსკვლავმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და გამოჯანმრთელდა, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს მისთვის ძალიან რთული პროცესი იყო. უილიამსის ქალიშვილი - ტედი ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. მომღერლის თქმით, თუ ის ოდესმე ნარკოტიკების მოხმარებას დაიწყებს, უკვე იცის, როგორც დაეხმაროს.

"ვეჭვობ, რომ მე დამემსგავსოს. იმედი მაქვს, ამ გზას არ დაადგება, მაგრამ თუ, სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდება, ვიცი, როგორ მოვიქცე. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ საუკეთესო პრეპარატებს იღებს, ამიტომ მეც მივიღებ მასთან ერთად", - აღნიშნა უილიამსმა.

ინტერვიუს დროს რობიმ ისიც განაცხადა, რომ ტედისთვის სიმღერა დაწერა. მისი შთაგონების წყაროდ სწორედ ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან ბრძოლის დროს განცდილი გრძნობა იქცა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება