მაიკლ დუგლასი კეტრინ ზეტა ჯონსს ბოდიშებს ბრილიანტებით უხდის

მაიკლ დუგლასი კეტრინ ზეტა ჯონსს ბოდიშებს ბრილიანტებით უხდის

მაიკლ დუგლასი პრესასთან გულახდილობისთვის კეტრინ ზეტა ჯონსს ბოდიშებს ბრილიანტებით უხდის. სანამ კეტრინი კლინიკაში ბიპოლარულ აშლილობას მკურნალობდა და ნერვულ სისტემას იწესრიგებდა, მისი მეუღლე საჯაროდ საუბრობდა მათ ინტიმურ ცხოვრებაზე, რამაც კლინიკიდან გამოსული მსახიობი გააღიზიანა.

ზეტა ჯონსი იმდენად გააღიზიანა დუგლასის უპასუხისმგებლო საქციელმა, რომ საქმე ლამის განქორწინებამდე მივიდა. მისი აზრით, მაიკლს უფლება არ ჰქონდა საჯაროდ ესაუბრა მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.

ახლა დუგლასი ყველა ხერხით ცდილობს, რომ მეუღლის გული მოიგოს და მას საჩუქრებით ანებივრებს. მაიკლმა მას ბრილიანტებით გაფორმებული პლატინის ყელსაბამი აჩუქა, რომლის ფასი 40 000 აშშ დოლარია.

დაახლოებით 1 თვის წინ მაიკლ დუგლასმა განაცხადა, რომ ხორხის სიმსივნე მას ორალური სექსის გამო დაემართა.

"ეს სპეციფიკური სიმსივნე გამოიწვია ადამიანის პაპილომა ვირუსმა, რომელიც კუნილინგუსის შედეგად გადმომედო. დიახ, კუნილინგუსის შედეგად. ვფიქრობდი, რომ საქმე სტრესში იყო, რომელიც ჩემი შვილის დაპატიმრებას მოჰყვა, მაგრამ კიბოს გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს დაავადება გახდა", - აღნიშნა მსახიობმა ინტერვიუს დროს.

ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ, 2011 წელს მსახიობმა სიმსივნე დაამარცხა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება