"სამეფო კარის თამაშების" გმირის სახელი აშშ-ში 146 ბავშვს დაარქვეს

"სამეფო კარის თამაშების" გმირის სახელი აშშ-ში 146 ბავშვს დაარქვეს

სერიალი "სამეფო კარის თამაშები" სულ უფრო პოპულარული ხდება და თავის კვალს მომავალ თაობებშიც ტოვებს. აშშ-ში 146 ბავშვს შოუს ერთ-ერთი გმირის, კჰალისის სახელი დაარქვეს. სერიალში კჰალისი პრინცესას ნიშნავს.

"სამეფო კარის თამაშები" პირველი წიგნია ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. სწორედ ამ წიგნის მიხედვითაა გადაღებული ამავე სახელწოდების სერიალი.

ტელეშოუ იმდენად პოპულარული გახდა, რომ წყვილები შვილებს პერსონაჟების სახელებს არქმევენ. აქამდე სახელი კჰალისი აშშ-ში არ დარეგისტრირებულა.

"უამრავი ავტორი, დაწყებული შექსპირიდან, იგონებდა პერსონაჟის სახელს და შემდეგ ადამიანები ამ სახელებს თავიანთ შვილებს არქმევდნენ. მაგრამ ეს უპრეცედენტო მოვლენაა", - აცხადებს სახელების ექსპერტი.

გასულ წელს უამრავმა წყვილმა დაარქვა შვილს არია - ასევე "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება