სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა

სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა

17 ივლისს ინდოეთის ოკეანეში, არაბეთის ზღვის აკვატორიაში გიგანტური კონტეინერმზიდი Mol Comfort შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. სინგაპურიდან გამოსული და 4382 კონტეინერით დატვირთული გემი, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიცურავდა. კონტეინერმზიდის შემდეგი პუნქტი ჩრდილო ევროპაში მდებარეობდა, მაგრამ გემმა საუდის არაბეთამდე ვერ მიაღწია. იემენის სანაპიროდან 370 კმ-ის მოშორებით გემის კორპუსი შუაზე გადატყდა.

Mol Comfort-ის კატასტროფის ადგილას ასობით კონტეინერი დღესაც ტივტივებს. თავად კატასტროფა კი საზღვაო კონტეინერულ გადაზიდვებსა და ოკეანის ეკოლოგიას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. გემის მფლობელი კომპანიის ზარალმა 83 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

განსაკუთრებულ ინტერესს გემზე დატვირთული კონტეინერების შიგთავსი იწვევს. დასავლური გამოცემების მტკიცებით, ამერიკული იარაღით დატვირთული Mol Comfort ჯედას შემდეგ, იემენის პორტ აკაბუში უნდა შესულიყო. სირიელი მეამბოხეებისთვის განკუთვნილი იარაღითა და საბრძოლო მასალით დატვირთული კონტეინერები სწორედ აქ უნდა გადმოეტვირთათ.

ბოლო დროს სირიის გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სირიის სამოქალაქო დაპირისპირებში ჩარევისკენ და ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე, აშშ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სულ უფრო აქტიურად მოუწოდებს. დიდი რვიანის უკანასკნელ სამიტზე, ბარაქ ობამამ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. დასავლურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერო ბიურო სირიელი მეამბოხეების მომზადებას დაიწყებს. გამომდინარე აქედან, Mol Comfort-ის ტვირთვის შესახებ ვერსია რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის. გაკვირვებას სხვა გარემოება იწვევს.

საოკეანო გიგანტური კონტეინერმზიდების ექსპლუატაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გემი ღია ზღვაში შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ მომხდარა. 316 მ-ის სიგრძის Mol Comfort იაპონურ ვერფებზე აიგო და წყალში 2008 წლის 8 მარტს ჩაუშვეს. 8110 ერთეულ 6 მ-იან კონტეინერზე გათვლილი გემი მსოფლიოს უდიდეს კონტეინერმზიდთა ჯგუფში შედიოდა. კატასტროფის მომენტში მის ბორტზე ეკიპაჟის 26 წევრი (11 რუსი, 1 უკრაინელი და 14 ფილიპინელი) იმყოფებოდა. ყველა მათგანი გადარჩა.

მსგავსი ტიპის გემების პროექტირებისას კორპუსის სიმტკიცეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. კონტეინერმზიდები შტორმებსა და ძლიერ ღელვასაც უძლებენ. და მათი ჩაძირვა არც ისე მარტივი საქმეა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ გიგანტური Mol Comfort დივერსიის მსხვერპლი გამხდარიყო. რამდენიმე დღის წინ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ სირიელი მეამბოხეების იარაღით, ტყვია-წამლითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მომარაგების გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტობრივად, ეს ღია გამოწვევაა ასადისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ კონტეინერმზიდის ჩაძირვის საკმაოდ უცნაურ გარემოებებს, არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში ობამას გადაწყვიტილების რადიკალური მოწინააღმდეგე რომელიმე სახელმწიფოს ხელი ერიოს.

მოამზადა ნურკი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე