ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?

ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?

17 ივნისს ანაკლია-განმუხურში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით განმუხურის ამფითეატრში კონცერტი გაიმართა. ალბათ ამ ფაქტს პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ანრი ჯოხაძის ფოტოსესია. ფოტოებზე ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერი ხდებოდა. ერთ ფოტოზე ანრი საწოლში მარტო პოზირებდა, მეორეზე კი - რამდენიმე მომღერალთან და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად.

როგორც გაირკვა, ანაკლიაში გამართული კონცერტის შემდეგ ანრიმ ღამე სასტუმრო "ოქროს საწმისში" საპრეზიდენტო ნომერში გაატარა. ნომერი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, დღე-ღამეში 2000 ლარი ღირს, სასტუმროს მერვე სართულზეა და მიხეილ სააკაშვილის მოსასვენებელ აპარტამენტად ითვლება. სოციალურ ქსელში ატეხილმა აურზაურმა, როგორ და ვისთან ერთად მოხვდა მომღერალი საპრეზიდენტო ნომერში, ანრი გააღიზიანა და მოგვიანებით დაწერა. "ეს რას ნიშნავს, პრეზიდენტის გარდა სხვას არ აქვს უფლება, რომ მსგავსი ტიპის ლუქსში ღამე გაათიოს?" მომღერალს ტელეფონით დავუკავშირდი და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვი.

- ანრი, გამარჯობა. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა იმ ცნობილ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

- (იცინის) თქვენ აშკარად ყველამ გააფრინეთ. კონცერტი მქონდა სამი დღის წინ და მაგ სასტუმროში ვცხოვრობდი. მერე რა მოხდა?!

- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ სასტუმროს პერსონალი გაათავისუფლეს.

- ჩემი ფოტოების გამო არავინ გაუთავისუფლებიათ. ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს თუ ვენდობით, ადრე გაათავისუფლეს, როდესაც პრეზიდენტი იყო დაბინავებული და ვიღაცამ საპრეზიდენტო ნომერში ფოტოები გადაიღო. ლამაზი დიზაინი აქვს და ალბათ მაგიტომ გადაიღო.

- თქვენ როგორ მოხვდით ამ ნომერში?

- (იცინის) რა მნიშვნელობა აქვს? რა მოხდა, ვიღაც რომ აღმოჩნდეს საპრეზიდენტო ლუქსში? მართლა არ მესმის, რა არის აქ აჟიოტაჟის ასატეხი, ეს არის უაზროდ აგორებული ისტერიკა.

- რა ღირდა ნომერში ღამის გა­თენება?

- არ ვიცი, მე არ ვიხდი ხოლმე (იცინის).

- ვისი ორგანიზებული იყო კონცერტი?

- ახალგაზრდული კონცერტი იყო ანაკლიაში დამსვენებლებისთვის და სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ხალხი ჩამოსული, რაც ცოტა გამიკვირდა. მათ შორის - ჩვენი მეზობელი რუსეთიდანაც და ჩვენ ვმღეროდით. ბევრი მომღერალი ვიყავით - მე, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯგუფი "სეიშენი", თიკა ჯამბურია, ოღონდ თიკა წამოვიდა, არ დარჩენილა.

- 26 მაისს თქვენი ძალიან ლამაზი კლიპი გავრცელდა ტელევიზიებით, რომელშიც ჰიმნს ასრულებთ.

- სპონტანურად დამარტყა თავში, რომ საქართველოს ეროვნული ჰიმნი გამეკეთე-ბინა. ქალაქში კარგი ბავშვები შევკრიბე. მინდოდა, ორიგინალური ყოფილიყო, რადგან ბავშვებთან ერთად ჰიმნი არავის უმღერია. შემდეგ წავედი სტუდიაში და ჩავწერე. რაც შეეხება კლიპის გადაღებას, ამისათვის მადლობა ბიზნესმენ რომან ფიფიას. აი, ეს არის საინტერესო, საიდან მოაქვს ანრი ჯოხაძეს კლიპის დასაფინანსებელი თანხები. ამ ადამიანმა ნაწილობრივ დააფინანსა ჩემი დუეტი გურამ საღარაძესთან და მისი ძალიან მადლიერი ვარ. ეს ის ადამიანია, რომელიც ამის სანაცვლოდ მადლობას არ ითხოვს და მინდა, ქედი მოვიხარო მის წინაშე. ასეთი ადამიანი სამი-ოთხი მაინც რომ გამოჩნდეს და მომღერლებს რომ დაეხმარონ, ქვეყანაში შოუბიზნესი დაიქოქება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება