მაიკლ ჯექსონის შვილების ნამდვილი მამა მარკ ლესტერია?

მაიკლ ჯექსონის შვილების ნამდვილი მამა მარკ ლესტერია?

მაიკლ ჯექსონის უფროსი შვილები, პერისი და პრინცი, სინამდვილეში მისი ბიოლოგიური შვილები არ არიან, იუწყება დასავლურიუ პრესა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, თავისი სპერმა ბრიტანელმა მსახიობმა მარკ ლესტერმა გაიღო და სწორედ ისაა ბავშვების ბიოლოგიური მამა.

"ის ყოველთვის თბილად ახსენებდა მარკს, მაგრამ ვერ იტანდა თავის ყოფილ მეუღლეს დები როუს, პერისის და პრინცის დედას. არ ვიცი, რატომ უნდოდა მაიკლს, რომ მისი შვილები მარკის დახმარებით მოვლენილიყვნენ ქვეყანას. არ ვიცი, რატომ არ უნდოდა თავად ყოფილიყო ბიოლოგიური მამა", - აცხადებს პოპის მეფის მეგობარი ჯეისონ პფაიფერი.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ მაიკლ ჯექსონის ერთადერთი შვილი პრინც მაიკლ ჯექსონ II-ეა (ბლანკეტი), რომელიც მომღერალს სუროგატმა დედამ გაუჩინა.

54 წლის მარკ ლესტერს კი 4 საკუთარი შვილი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მანაც აღნიშნა, რომ დიდი შანსია ჯექსონის რომელიმე შვილის მამა იყოს. მსახიობი დნმ-ის ტესტის გაკეთებასაც აპირებს. მისი თქმით, ის მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს პერისის და პრინცის ცხოვრებაში და მათ ბრიტანეთში გადასვლაც კი შესთავაზა.

მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება