აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ

აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ

უახლოეს მომავალში ამერიკა სახმელეთო ჯარების რაოდენობას შეამცირებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის არმიის შტაბის მეთაურმა, გენერალმა რაიმონდ ოდიერომ გააკეთა. გენერლის თქმით, მასშტაბური შემცირება თავდაცვითი ბიუჯეტის სეკვესტრმა განაპირობა.

არსებული ცნობებით, შემცირების პროცესი 2017-ის ფინანსური წლის ბოლომდე (2017 წლის 30 სექტემბერი) დასრულდება. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდება ქვეითი ბრიგადების ოდენობაც. ამჟამინდელი 45-დან მწყობრში მხოლოდ 33 ბრიგადას დატოვებენ. 2011 წლის მონაცემთა თანახმად, აშშ-ის არმიის შემადგენლობაში 561,437 ჯარისკაცი მსახურობს. დამატებით 361,561 ჯარისკაცი ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში და 204,803 - რეზერვში ირიცხება.

თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებამ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დიდი დარტყმა მიაყენა. სახმელეთო ჯარების შემცირების გარდა, ფულის ნაკლებობა სამხედრო-საჰაერო ძალებზეც აისახა. მიმდინარე თვის 17 რიცხვში, პარიზში გახსნილ ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიკოსმოსურ სალონზე ერთადერთი უპილოტო თვითმფრინავის გარდა, არცერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი არ იყო წარმოდგენილი. მიზეზად ამერიკელებმა სწორედ ბიუჯეტის შემცირება და სახსრების უქონლობა დაასახელეს. უფრო ადრე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ყველა ავიაშოუში მონაწილეობაზე უარი თქვეს. საფრანგეთის შემთხვევის მსგავსად, მიზეზი ანალოგიურია - სახსრების უქონლობა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა