ირაკლი ფირცხალავა: არ შემეშინდებოდა სტალინის ეპოქაში ცხოვრების, იმიტომ რომ პატიოსანი ვარ

ირაკლი ფირცხალავა: არ შემეშინდებოდა სტალინის ეპოქაში ცხოვრების, იმიტომ რომ პატიოსანი ვარ

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით Heat.ru-თან ისაუბრა.

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ანუ :"მოდით ვიჟიმაოთ მამაკაცებო"? მე ზოგადად, სექსის პროპაგანდასთან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, მიუხედავად იმისა, ჰეტეროსექსუალურია თუ ჰომოსექსუალური! ჩემი აზრით, როდესაც ახალგაზრდობა ამას უყურებს ტელევიზორში და ინტერნეტში, ეს გავლენას ახდენს მათ გონებასა და სექსუალური ცხოვრების დასაწყისზე. ამას იქამდე მივყავართ, რომ სექსუალური ცხოვრება პატარა ასაკში იწყება, რაც ცუდია. ვფიქრობ, რომ ადამიანი პიროვნულად მანამ უნდა ჩამოყალიბდეს, ვიდრე სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებს! იდეალურ შემთხვევაში, ეს ქორწინებაში უნდა მოხდეს. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. საერთოდ არ მაინტერესებს, როგორი სექსის პროპაგანდა მოხდება. ეს ყველა შემთხვევაში არ არის კარგი.

- ბოლო დროს, საუბარია ისტორიის წიგნებიდან იოსებ სტალინის შესახებ ინფორმაციის ამოღებაზე...

- ღირს კი იმ ადამიანის ქმედებების გაკიცხვა, რომელიც ქვეყანას სათავეში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დროს ჩაუდგა და ქვეყანა შიმშილისა და სიღატაკიდან ატომურ ბომბამდე და კოსმოსში რაკეტის გაშვებამდე მიიყვანა? მართალია გაგარინი კოსმოსში მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ გაფრინდა, მაგრამ ამის ორგანიზება მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ხომ არ ხდებოდა? ანუ ეს იგეგმებოდა სტალინის მმართველობის დროს. და სტალინის დროს КГБ-ს თანამშრომლებს ბერიას მეთაურობით, ატომური ბომბი რომ არ მოეპარათ, ვფიქრობ რუსეთი არ იქნებოდა დღეს ასეთი ძლიერი და არ ექნებოდა ასეთი წონა მსოფლოში, და ვერ წაუყენებდა მსოფლიო საზოგადოებას თავის პირობებს! ჩვენ ყველამ ობიექტურად უნდა გავიგოთ რაც სტალინმა ქვეყნისთვის გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი ვერ იქნებოდა, ვინაიდან პოლიტიკა საკმაოდ რთული და ბინძური თამაშია.

- მიგაჩნიათ, რომ სტალინის რეპრესიების სახელმძღვანელოებიდან ამოება დეზინფორმაცია და ისტორიის დამახინჯება იქნებოდა?

- რას ეძახით რეპრესიებს? იმას, რომ ადამიანებს კიცხავდნენ იმის გამო, რაც დღეს ხდება? სპეკულაციიის, ქურდობის გამო? ახლა ჩვენს საზოგადოებაში სრული უკანონობაა. ჯუნგლები! არ შემეშინდებოდა სტალინის ეპოქაში ცხოვრების! ვინაიდან პატიოსანი ადამიანი ვარ.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება