ჯენიფერ ენისტონი მკერდის კიბოს წინააღმდეგ იბრძვის

ჯენიფერ ენისტონი მკერდის კიბოს წინააღმდეგ იბრძვის

მსახიობი ჯენიფერ ენისტონი საქველმოქმედო ფონდის Entertainment Industry Foundation-ის და პროგრამა Key to the Cure-ის ელჩი გახდა. პროგრამა მკერდის კიბოს გამოკვლევებისთვის აგროვებს თანხებს.

მსახიობი ფონდის სხვა ვარსკვლავ ელჩებთან - პენელოპა კრუსთან, ჯენიფერ ჰადსონთან და გვინეტ პელტროუსთან ერთად, პროექტის საფირმო მაისურს წარმოადგენს. სპეციალურად ამ პროექტისთვის მაისურებს ცნობილი დიზაინერები ქმნიან. ჯენიფერ ენისტონს Emilio Pucci-ის კრეატიული დირექტორის, პიტერ დანდასის დიზაინით შექმნილი მაისური ერგო. მაისურების გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდში გადაირიცხება და მკერდის კიბოს გამოკვლევას მოხმარდება.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფონდის პროგრამაში მონაწილეობა. იმედი მაქვს, ყველა შეუწყობს ხელს ამ მნიშვნელოვან საქმეს და შეიძენს მაისურს",  - აღნიშნა ჯენიფერმა.

მაისურები ნიუ-იორკში, მაღაზია Saks-ში იყიდება. მათი ფასი 35 დოლარია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება